სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პაკეტები

სასტუმრო ციტრუსი გთავაზობთ შემდეგ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე:

გინეკოლოგიური ან უროლოგიური პაკეტი. 

დერმატოლოგიური  პაკეტი. 

სამკურნალო პაკეტი. 

სამკურნალო გამაჯანსაღებელი პაკეტი. 

სამკურნალო პაკეტი ჯანმრთელი ხერხემალი. 

 

სასტუმრო ციტრუსი უზრუნველყოფს სტუმრების ტრანსპორტირებას ბალნეოლოგიურ ცენტში.

 

 

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი-საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრია. 

ეს არც სტანდარტული პოლიკლინიკაა, არც საავადმყოფო. ეს არის ბუნებრივი ფაქტორებით - სამკურნალო- მინერალურ - გოგირდოვანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური და რაც მთავარია სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც დღეს სრულიად განახლებული და აღდგენილი, გამოირჩევა სხვა სამედიცინო ობიექტებისაგან იმით, რომ აქ ხდება მკურნალობა და რეაბილიტაცია ბუნებრივი, ფიზიკური ფაქტორებისა და მედიკამენტების შერწყმით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობით და თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენებით. ასევე ცენტრის სპეციალისტები იკვლევენ კურორტოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს მეცნიერულ დონეზე.

ცენტრში მისული ადამიანების განკარგულებაშია ბალნეოთერაპიული განყოფილება (ტალახით, მინერალური წყლით მკურნალობა- სხვადასხვა მეთოდებით). აქვე გამოიყენება წიწვის, მარგალიტოვანი აბაზანები, წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები, წონის კორექციის კაბინეტები, სადაც აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სპეციალური მასაჟების (ყავის, თაფლის, შოკოლადის) ეფექტური გამოყენებით. წარმოებს ბავშვთა კინეზოთერაპია, მასაჟები ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისათვის, ტაილანდური მასაჟი მაღალ კვალიფიციურ დონეზე, პლანტარული მასაჟი (ტერფებით) და ა.შ.